გააღეთ ჭიშკარი მანქანიდან გაუსვლელად
გასაგორებელი და გაშლადი ჭიშკრის მექანიზმები, სენსორები, აქსესუარები — ყველაფერი ჭიშკრის ავტომატიზაციისთვის ერთ ადგილზე.
5 მოდელი
გასაგორებელი და გაშლადი ჭიშკრისთვის
სენსორები
ფოტო სენსორები
მონტაჟი
საქართველოს მასშტაბით
ყველა პროდუქტი
რომელი მოდელი მჭირდება?
აირჩიეთ თქვენი ჭიშკრის წონა
არ იცით წონა? დაგვირეკეთ — დაგეხმარებით შერჩევაში.
მონტაჟი და მხარდაჭერა
კონსულტაცია
დაგეხმარებით სწორი მოდელის შერჩევაში — ჭიშკრის წონის, სიგანისა და გამოყენების სიხშირის მიხედვით.
მონტაჟი
პროფესიონალი მონტაჟი საქართველოს მასშტაბით. მონტაჟი იწყება 350 ₾-დან და დამოკიდებულია ჭიშკრის ტიპსა და ობიექტზე.
ტექნიკური მხარდაჭერა
გაყიდვის შემდგომი სერვისი — გამართვა, ტესტირება, პრობლემების მოგვარება.
მიწოდება
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში. გადახდა მიწოდებისას ან ბანკის გადარიცხვით.
ჩვენი სამუშაოები
ნახეთ დამონტაჟებული ჭიშკრების ფოტოები და ახალი ამბები ჩვენს Facebook გვერდზე.
გასაგორებელი და გაშლადი ჭიშკრის ავტომატიკა საქართველოში
გასაგორებელი ჭიშკრის (სლაიდინგ ჭიშკრის, გასაგორებელი კარის) ავტომატიკა საშუალებას გაძლევთ, ეზოს ჭიშკარი პულტით გააღოთ მანქანიდან გადმოუსვლელად. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ ჭიშკრის მექანიზმი (ძრავა, მოტორი), კბილანა (რეიკა), ფოტო სენსორი, LED სიგნალური ნათურა, პულტები და Wi-Fi მართვის მოდული. გაშლადი (ორფრთიანი) ჭიშკრისთვისაც გვაქვს მექანიზმი — PKM-C022.
მექანიზმებს გამოვარჩევთ ჭიშკრის წონის მიხედვით: 600 კგ-მდე, 1000 კგ-მდე და 2500 კგ-მდე. ისინი გამოდგება კერძო სახლის, აგარაკის, ეზოს, საწარმოსა და საწყობის გასაგორებელი ჭიშკრისთვის, ხოლო გაშლადი ჭიშკრისთვის — თითო ფრთა 350 კგ-მდე. მიწოდება უფასოა მთელ საქართველოში, ხოლო მონტაჟს ვთავაზობთ 350 ₾-დან.
არ იცით, რომელი ავტომატიკა გჭირდებათ? დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე და ჭიშკრის წონისა და სიგანის მიხედვით შეგირჩევთ შესაფერის მოდელს.
ხშირად დასმული კითხვები
რომელი მოდელი მჭირდება?
არჩევანი ჭიშკრის წონაზეა დამოკიდებული: SL600AC — 600 კგ-მდე, SL1000AC და PYM-K2202 — 1000 კგ-მდე, PYM-H2207 — 2500 კგ-მდე. ორფრთიანი (გაშლადი) ჭიშკრისთვის გვაქვს PKM-C022 — თითო ფრთა 350 კგ-მდე. კატალოგში არის შემრჩევი, ან დაგვირეკეთ და დაგეხმარებით.
რა შედის კომპლექტში?
მექანიზმთან ერთად მოდის ძრავა და 2 ცალი პულტი. კბილანა, ფოტო სენსორი და LED ციმციმა ცალკე პროდუქტებია.
მონტაჟი შედის ფასში?
არა, მონტაჟი ცალკე ფასდება და იწყება 350 ₾-დან. საბოლოო ფასი დამოკიდებულია ჭიშკრის ტიპსა და ობიექტზე. დაგვირეკეთ და ზუსტ ფასს გეტყვით.
რამდენი წლის გარანტიაა?
მექანიზმებზე გარანტია 2 წელია. გაყიდვის შემდეგაც გვიკავშირდებით გამართვასა და პრობლემების მოგვარებაში.
როგორ ხდება მიწოდება და გადახდა?
მიწოდება უფასოა მთელ საქართველოში. გადახდა შესაძლებელია მიწოდებისას ან ბანკის გადარიცხვით.
როგორ გავაკეთო შეკვეთა?
დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე. შეგირჩევთ მოდელს, დავადასტურებთ დეტალებს და შევთანხმდებით მიწოდებასა და მონტაჟზე. ონლაინ გადახდა საჭირო არ არის.
რა არის გასაგორებელი ჭიშკრის ავტომატიკა?
გასაგორებელი ჭიშკრის ავტომატიკა ელექტროძრავით ხსნის და ხურავს ჭიშკარს პულტის დაჭერით. ძრავა კბილანის (რეიკის) მეშვეობით ამოძრავებს ჭიშკარს. მექანიზმის კომპლექტში შედის ძრავა და 2 ცალი პულტი, ხოლო კბილანა, სენსორი და ნათურა ცალკე იყიდება.
შესაძლებელია არსებული ჭიშკრის გაავტომატურება?
როგორც წესი, დიახ — თუ ჭიშკარი თავისუფლად და მარტივად გადაადგილდება. გამოგვიგზავნეთ ჭიშკრის ფოტო WhatsApp-ზე, მიუთითეთ წონა და სიგანე და გეტყვით, რომელი მოდელი გამოგადგებათ.
რა ღირს ჭიშკრის ავტომატიკა?
ფასი დამოკიდებულია ჭიშკრის წონაზე. მექანიზმი 730 ₾-დან იწყება, ზუსტი ფასები კატალოგშია. მიწოდება უფასოა, მონტაჟი 350 ₾-დან.
დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ
ბიბამი
დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე — მოდელს შეგირჩევთ და შეკვეთას დავაფიქსირებთ.